ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
გადავარჩინოთ ბუნება, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

გადავარჩინოთ ბუნება, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

15 მაისი, 2011

თბილისში, კუს ტბაზე 15 მაისს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი საველე მშვილდოსნობაში. ჩემპიონატი მიმდინარეობდა დევიზით:
გადავარჩინოთ ბუნება, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

ბუნების მოყვარულთა ამ ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს მშვილდოსნობის და არბალეტიდან სროლის ასოციაცია.
სპონსორები იყვნენ: 'ილიას' უნივერსიტეტი, შ.პ.ს. 'ნატუროპათი', კემბრიჯ ჰაუსი, ანსამბლი 'ნაბადი' E ESCD D-ჯგუფი, და ხორცკომბინატი 'ვაკე'.

ტურნირში მონაწილეობდა როგოც სპონსორი-ორგანიზაციების გუნდები, ასევე დამოუკიდებელი მშვილდოსნები.

ჩემპიონატში გამარჯვებული გახდა: ტრადიციული მშვილდით - შ.პ.ს ნატუროპათის მენეჯერი გიორგი ტერუნაშვილი.
თბილისი, კუს ტბა