ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
გაიღე სისხლი... თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე მნიშვნელოვანია

გაიღე სისხლი... თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე მნიშვნელოვანია

11 ოქტომბერი, 2011

ფარმაცევტული კომაპანია ბილიმის ერთ–ერთი მისიაა სისცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა. სწორედ ამ მიზნით კომპანია ყოველწლიურად აწყობს სხვადსახვა სოციალურ პროექტებს.

2011 წლის 11 და 12 ოქტომბერს „ფერიმაქსი – ანემიის სამკურნალო საშუალება“ პროექტის ფარგლებში ბილიმის თითოეულმა თანამშრომელმა თავისი კეთილი ნებით გაიღო სისხლი დაავადებული ბავშვებისთვის. ასევე მოეწყო დღესასწაული ბავშვებისთვის კლოუნების მონაწილეობით და ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები.

პროექტის მიზანია დავეხმაროთ სისხლის ბანკს და მოვიზიდოთ მოხალისეები სისხლის გაღებისთვის.

ფარმაცევტული კომაპანია ბილიმი უხმობს ყველა მსურველს გაიღოს სისხლი მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. შემოგვიერთდით, ერთად დავდგეთ ჯანსაღი მომავლის სადარაჯოზე.

გაიღე სისხლი . . .
თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე მნიშვნელოვანია!

სისხლის დონაციისთვის მიმართეთ: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკს, ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 10–დან 15 საათამდე,ქ თბილსი, ლუბლიანას ქ. N2/6, სართული ტელ: 2530033
თბილისი, ლუბლიანას ქ. N2/6