სწორად შერჩეული მინერალები ძილის და სტრესის სამართავად
25 ოქტომბერი, 2023
ფარმაცევტული კომპანია „არკოფარმა“ - ს ორგანიზებით ევექსის პოლიკლინიკის გურამიშვილის ფილიალში მოეწყო შიდა კონფერენცია თემაზე: „სწორად შერჩეული მინერალები ძილის და სტრესის სამართავად“.
კონფერენცია ეძღვნებოდა მინერალების, მათ შორის მაგნიუმის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგნიუმის დეფიციტის კლინიკურ გამოვლინებებს და მისი შევსების გზებს. კონფერენციაზე განხილული იქნა ასევე: უძილობის პრობლემები, მელატონინის როლი და მისი ფიზიოლოგიური ცვლილებები ასაკთან მიმართებაში, მელატონინის დოზირება, მისი გაზრდილი ეფექტურობა კომბინირებულ პრეპარატებში და სტრესის მართვის თანამედროვე მეთოდები.
კონფერენციის მომხსენებელი იყო ამავე კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი თათია ფრანგიშვილი.
დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება უფრო დეტალურად გაცნობოდა კომპანია „არკოფარმას“ სტრესის და უძილობის სამკურნალო პრეპარატებს: არკორელაქსი სტრესის კონტროლი, არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის და არკომაგი.
ბოლო სიახლეები
ᲜᲝᲠᲛᲝᲚᲘᲞᲘ - ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲘᲡᲚᲘᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐᲨᲘ
პირველი ნაციონალური კონგრესი ‘’ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“
ფარმაცევტული კომპანია " Avita" ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია გინეკოლოგებისთვის
კომპანია Avita-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია ნევროლოგიურ თემებზე
ასგლუკანის როლი მორეციდივე რესპირაციული ინფექციების მართვაში