ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III სამეცნიერო კონფერენცია

22 მაისი, 2015

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) გიწვევთ "სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III სამეცნიერო კონფერენცია"-ზე მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (გოთუას ქ.14, თბილისი) 2015 წლის 22-23 მაისს.

SYSSA-მ აქტიურად დაიწყო მუშაობა 2012 წლიდან და ყოველწლიურად აწყობს კონფერენციებსა და სესიებს. ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდების მეტი ჩართვა და მათი დაინტერესება სამედიცინო-სამეცნიერო სფეროში, განათლებისა და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების ამაღლება, მათი მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-ექიმების კავშირის ხელშეწყობა და მედიცინის განვითარება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, Masters, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს ბიომედიცინასთან დაკავშირებული ყველა ფაკულტეტიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური საკითხები. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური;პუბლიკაციები გამოქვეყნდება. კონფერენციის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდება I, II, III ადგილზე გასული მოხსენებები. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
სარეგისტრაციო ფორმა და ინსტრუქციები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ლინკიდან: http://share.ge/?d=54AEA8702
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 16 მარტი.
დამსწრეთათვის დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 15 აპრილი.
დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ კონფერენციის მასალებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშრდით: [email protected]
https://www.facebook.com/scientificassociation.syssa.dtmu
https://www.facebook.com/events/883405115037386/
http://www.aieti.edu.ge/?377%2F759%2F&lan=en
თბილისი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (გოთუას ქ.14, თბილისი)