ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
თბილისში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართა

თბილისში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართა

27 აპრილი, 2016

თბილისში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართება
თბილისში, 27-30 აპრილს, პირველად მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია: ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისა და პრიორიტებების განსაზღვრა; პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერული პოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობა. 

კონფერენციას 30 ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება. კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ WPA-ს მოქმედი პრეზიდენტი, პროფესორი დინეშ ბუგრა, WPA-ს მომავალი პრეზიდენტი, პროფესორი ჰელენ ჰერმანი, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები მეცნიერული, კლინიკური და ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში. 

”კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ ფსიქიატრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. 

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა, ხელი მოეწერება ფსიქიატრთა ეთიკური კულტურის ბაზისურ კოდექსს”.

კონფერენციის ლოკალური ორგანიზატორები არიან საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. 

კონფერენციის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და სამომავლო მიმათულებების განხილვა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფსიქიკური ჯანდაცვის დარგის წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. 

კონფერენციის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თქვენს აქტიურ ჩართულობაზე. ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით და თქვენი მონაწილეობით მხარს დაუჭერთ  რეგიონალური კონფერენციის  წარმატებულ ორგანიზებას. 

კონფერენციის ოფიციალური ენა ინგლისურია. ოთხი სიმპოზიუმი ორგანიზებულია რუსულ ენაზე ან რუსულენოვანი თარგმანით. 

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება:
• პლენარული სხდომები
• სატელიტური სიმპოზიუმები
• სამეცნიერო სესიები
• სპეციალიზებული სამედიცინო გამოფენა
• მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის აღმასრულებებლი კომიტეტის სხდომა

კონფერენციის ჩატარების ადგილი: 
თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ 
27-30 აპრილი, 2016

კონფერენციის ოფიციალური ჟურნალები:
საქართველოს ფსიქიატრიული მოამბე

კონფერენციის ოფიციალური ვებგვერდი:
http://wpatbilisi.ge/ 
http://www.wpanet.org/detail.php?section_id=16&content_id=1762

ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი:
იპოლიტოვ-ივანოვის 43, 0153, თბილისი, საქართველო,
ტელ: (+ 995) 573 73 19 55
ფაქსი: (+995) 032 265 38 28
ელ-ფოსტა: [email protected] 

კონგრესის კომიტეტი
კონგრესის პრეზიდენტი: 
Dinesh Bhugra (UK)
კონგრესის დირექტორი:
Eka Chkonia (Georgia)
ორგანიზაციული კომიტეტის თავმჯდომარეები:
Armen Soghoyan (Armenia) 
Masatoshi Takeda (Japan)
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
Roy Abraham Kallivayalil (India)
Manana Sharashidze (Georgia)
Robert Van Voren (The Netherlands)
Jonathan Bisson (UK)
სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეები:
Helen Herman (Australia)
Nino Okribelashvili (Georgia)
სამეცნიერო კომიტეტის წევრები:
Edgard Belfort (Venezuela) 
Michelle Riba (USA) 
Afzal Javed (Pakistan) 
Manana Bokuchava (Georgia)
Nana Zavradashvili (Georgia)
მრჩეველთა საბჭო:
Simon Surguladze (UK)
Petr Morozov (Russia)
Sagat Altynbekov (Kazakhstan)
Natalia Maruta (Ukraine)
Fuad Ismayilov  (Azerbaijan)
Ad Kaasenbrood (The Netherlands)
Jaap Kool (The Netherlands)
Michael Herzog (Switzerland)
Andreas Brand (Germany)
ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:
Nino Makhashvili
ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
Nino Agdgomelashvili
Maia Khundadze
Archil Begiashvili 
Ketevan Abdushelishvili 
Marina Kuratashvili
Giorgi Geleishvili 
Giorgi Naneishvili
Zura Beria
Ia Shekriladze 
Maia Nucubidze
Mariam Jishkariani 
Bidzina Mgaloblishvili
Avtandil Vanadze

თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“