ტკივილის თერაპია ფიზიოლოგიური რეგულაციური მედიცინის საშუალებებითა და მეთოდებით
21 აპრილი, 2012
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე:'ტკივილის თერაპია ფიზიოლოგიური რეგულაციური მედიცინის საშუალებებითა და მეთოდებით'. სემინარს გაუძღვა მილანის, კარაბრიას, სიენას (იტალია), მონტელიერის (საფრანგეთი), კაიროს (ეგვიპტე), სივილიას, მადრიდის (ესპანეთი), ილინოისის (აშშ) სამედიცინო უნივერსიტეტების პროფესორი ბატონი ლეონელო მილანი.
სემინარი შედგება თეორიული და პრაქტიკული (ვორქშოპი) ნაწილებისაგან.
თეორიულ ნაწილში განხილულ იქნა შემდეგი დაავადებების ბიორეგულაციური თერაპია:
1. სახსრების აუტოიმუნური გენეზის დეგენერაციული დაავადებებში;
2. ქრონიკული და მწვავე ტკივილის დროს;
3. სპორტული ტრავმების დროს;
4. დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციის მიზით
თეორიული ნაწილის ხანგრძლივობა - 4 საათი
პრაქტიკული მეცადინეობის (ვორქშოპი) დროს განხოლულ იქნა კონკრეტული შემთხვევების მკურნალობის მეთოდები. ასევე ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება ჩაატაროს მანიპულაცია და დასვას მისთვის საინტერესო კითხვა.
პრაქტიჯული ნაწილის ხანგძლივობა - 3 საათი.
ორგანიზატორები: ფიზიოლოგიური რეგულაციური მედიცინის საერთაშორისო აკადემია; საქართველოს ბიოლოგიური მედიცინისა და ჰომოტოქსიკოლოგიის საზოგადოება; კომპანია გუნა; შ.პ.ს. დეიზი; შ.პ.ს. ნატუროპათი
ბოლო სიახლეები
ᲜᲝᲠᲛᲝᲚᲘᲞᲘ - ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲘᲡᲚᲘᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐᲨᲘ
პირველი ნაციონალური კონგრესი ‘’ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“
ფარმაცევტული კომპანია " Avita" ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია გინეკოლოგებისთვის
კომპანია Avita-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია ნევროლოგიურ თემებზე
ასგლუკანის როლი მორეციდივე რესპირაციული ინფექციების მართვაში