ვიტამინი D-ს დეფიციტი და ნაკლებობა კლინიკურ პრაქტიკაში
28 მარტი, 2018
დრო: 17:00 – 21:00
2018 წლის 28 მარტს კომპანია Lamyra LPP-მ, სასტუმრო „დ-პლაზა“-ში სკოლა-სემინარის საერთაშორისო მონაწილეობით, ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია:
“ვიტამინი D-ს დეფიციტი და ნაკლებობა კლინიკურ პრაქტიკაში.”
შეხვედრა მიეძღვნა გლობალურ პრობლემას - ვიტამინი D-ს დეფიციტს.
მოწვეული სტუმარი, პოვოროზნიუკი ვ.ვ.-მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოსტეოპოროზის საერთაშორისო ასოციაციის (IOF) და ევროპული ასოციაციის ვიტამინი D-ს (EVIDAS) მართვის ცენტრის წევრი, განიხილა ისეთი საკითხები, როგორიც არის:
ვიტამინი D-ს დეფიციტი ეპიდემიოლოგია საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში, დიაგნოსტიკის თავისებურება, მკურნალობის და თერაპიის მონიტორინგი ვიტამინი D-ს დეფიციტის დროს, ვიტამინის D-ს გამოყენება მაღალი დოზით სხვადასხვა მდგომარეობის დროს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 200-დე ექიმმა(ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ოჯახის ექიმი, ონკოლოგი, ნევროლოგი).
პროგრამა
17:00-17:20 - მონაწილეთა რეგისტრაცია.
17:20-17:40 - კონფერენციის გახსნა, მისალმება.
17:40-19:20 - ლექცია „თანამედროვე მიდგომები ვიტამინი D -ს დეფიციტისა და ნაკლებობის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში: ვიტამინი D -ს დეფიციტის ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და კორექცია. სპიკერი: პროფ. პოვოროზნიუკი ვ.ვ.
19:20-20:00 - მასტერ-კლასი „ნებისმიერ ასაკში ვიტამინი D -ს დეფიციტის და ნაკლებობის კლინიკური გამოვლინება“. ვიტამინ D-ს დეფიციტის დროს თერაპიის ხანგრძლივობის განსაზღვრა და პრეპარატი „დევიტით“ თერაპიის ალგორითმი. მოდერატორი: პროფ. პოვოროზნიუკი ვ.ვ.
20:00-21:00 - კითხვა და პასუხი. ინტერაქტიული შოუ “მზე მთელი წელი’. პრიზების გათამაშება.
21:00 - ფურშეტი
ბოლო სიახლეები
ᲜᲝᲠᲛᲝᲚᲘᲞᲘ - ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲘᲡᲚᲘᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐᲨᲘ
პირველი ნაციონალური კონგრესი ‘’ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“
ფარმაცევტული კომპანია " Avita" ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია გინეკოლოგებისთვის
კომპანია Avita-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია ნევროლოგიურ თემებზე
ასგლუკანის როლი მორეციდივე რესპირაციული ინფექციების მართვაში