ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
08 იანვარი, 2026
ჰისტამინის გამოყოფა
ჭინჭრის ციება ვითარდება, როდესაც კანის უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს და სხვა ანთებით მედიატორებს, რაც იწვევს ქავილს, წითელი ფერის ამობურცულ გამონაყარს, შეშუპებას.
ჰისტამინი წარმოადგენს ამ სიმპტომების (ქავილი, სიწითლე, შეშუპება) გამომწვევ მიზეზს.
ჰისტამინის ჭარბი წარმოება უჯრედების მიერ შეიძლება გამოწვეული იყოს: ალერგიით, ინფექციით, სტრესით ან აუტოიმუნური პროცესებით, მაგრამ ხშირად კონკრეტული მიზეზი უცნობია.
ანტიჰისტამინები (ანტიალერგიული მედიკამენტები) ეფექტურია სამკურნალოდ, რადგან ისინი ბლოკავენ ჰისტამინის რეცეპტორებს და ამით ამსუბუქებენ სიმპტომებს.
რომელი საკვებს შეუძლია გამოიწვიოს ან გაამწვავოს ურტიკარია (ჭინჭრის ციება)?
ჰისტამინის შემცველი საკვები:
ფერმენტირებული საკვები (მაგ.: მწნილები, იოგურტი, სოიოს სოუსი და სხვა), დაძველებული ყველი, ალკოჰოლი (ღვინო, ლუდი, შამპანური და სხვა), ძმარი, ბოსტნეული (პომიდორი, ბადრიჯანი, ისპანახი, გადამუშავებული ხორცი (შაშხი, ძეხვი და სხვა), ტროპიკული და კენკროვანი ხილი, თევზეული და ზღვის პროდუქტები, თხილეული, კაკალი, ცხარე საკვები, კონსერვანტები.
სადღესასწაულო დღეებში ჰისტამინის მაღალი შემცველობის მქონე საკვებისა და სასმელის ჭარბი რაოდენობით მიღება, ხშირ შემთხვევაში, ახდენს ურტიკარიის პროვოცირებას ან გამწვავებას.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება
3 მიზეზი რატომ არის ვარჯიში კარგი ორსულებისთვის