2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მოფლიო დღეა
02 აპრილი, 2023
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მოფლიო დღედ გამოაცხადა.
2023 წლის აუტიზმის მსოფლიო დღის გზავნილი „ტრანსფორმაცია: ნეირო-ინკლუზიური სამყაროსკენ ყველასათვის“ ფოკისირებულია სწორედ მიდგომების და ნარატივის ტრანსფორმაციაზე: ნარატივის ტრანსფორმაცია - წვლილი სახლში, სამსახურში, ხელოვნებასა და პოლიტიკის შემუშავებაში. ამ გზავნილით აქცენტი კეთდება აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ინტეგრირებაზე, მხარდაჭერასა და მათი უფლებების დაცვაზე. გზავნილი ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რაც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების შეაქვთ სახლში, სამსახურში, ხელოვნებასა თუ პოლიტიკის შემუშავებაში.
ფაქტები აუტიზმის შესახებ:
აუტიზმი ან აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD) უწყვეტი ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ვლინდება, განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.
ტერმინი აუტიზმის სპექტრი მახასიათებლების რიგს აღნიშნავს. ამ ნევროლოგიური ვარიაციის შესაბამისი მხარდაჭერა და ინტეგრაცია საშუალებას აძლევს სპექტრში მყოფ ადამიანებს ისარგებლონ თანაბარი შესაძლებლობებით და საზოგადოებაში სრული და ეფექტური მონაწილეობით.
აუტიზმის მაჩვენებელი მსოფლიოს ყველა რეგიონში მაღალია.
ვრცლად აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მოფლიო დღის შესახებ ინფორმაციას გაეცანით shorturl.at/aqIS9
რეკლამა
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ