ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება

აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება

23 ივნისი, 2022

ზურაბ აზარაშვილი - „აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და  კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება“

 

„დაბა აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და  კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.  ზურაბ აზარაშვილის განმარტებით ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საკურორტო ზონებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ამ მიზნით, აბასთუმანში, ამბულატორიის გარდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც განთავსდება.

 

დაბა აბასთუმანში ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრიც“ დაათვალიერა. ცენტრში ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამით, 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი უფასოდ უტარდებათ. პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამედიცინო და სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე, წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროტოკოლის შესაბამისად  მიმდინარეობს.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ