აივ სტატისტიკა
22 სექტემბერი, 2021
მიმდინარე წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 391 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 405 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9023 აივ ინფიცირებული პირი. მათ შრის 6741 – მამაკაცია, 2282 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1879 გარდაიცვალა.
20 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5662 (5042 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (34 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.3 % (3185) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.0 % (4516) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 % (1118) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (113) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3383 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1215; შემდეგ იმერეთში 1084; აჭარაში 1031; აფხაზეთში (535); კახეთში (452) ქვემო ქართლში (516); შიდა ქართლში (339); გურიაში (191); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;
2021 წელს გარდაიცვალა 86 აივ ინფიცირებული. 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. 2021 წელს 86 გარდაცვლილთაგან: 71 მამაკაცია და ) 15 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას ჩაიტარონ აივ ტესტირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბინადრობის მქონე პირებისთვის უფასოა.
შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 239-80-18.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ