აივ-ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში
07 ნოემბერი, 2018
მიმდინარე წლის 6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 540 შემთხვევა იყო გამოვლენილი.
სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.
30 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4468 (3949 + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
40.2 % (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % (804) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი - 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს - 385; 2010 წელს - 455, 2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631.
2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი, 2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.
2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია 24 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა.
3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.
შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა. ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ