საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა
30 ნოემბერი, 2021
2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა აშენდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა აშენდება, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. მინისტრის განცხადებით, ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.
2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება
„2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასების გათანაბრებასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ