ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 27.01.2020
28 იანვარი, 2020
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 26 იანვრის ანგარიშის მიხედვით, დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 25 იანვრის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა 694-ით.
- გლობალურად სულ დადასტურებულია 2019-nCoV -ის 2 014 შემთხვევა
- 2 014 შემთხვევიდან, 1 985 დაფიქსირებულია ჩინეთში.
- 29 დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა ჩინეთის გარეთ (10 ქვეყანა)
- ჩინეთის გარეთ დადასტურებული 29 შემთხვევიდან, 26 შემთხვევას აქვს მოგზაურობის ისტორია ქალაქ ვუჰანში, ჩინეთი.
- 1 975 დადასტურებული შემთხვევიდან ( აქ არ შედის ჰონგ-კონგის მაკაუს და ტაიბეის შემთხვევები) 324 იქნა შეტყობინებული, როგორც მძიმედ მიმდინარე.
- შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 56 შემთხვევა ( 52 სიკვდილი ჰუბეის პროვინცია და 4 მის გარეთ)
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)
- 27 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 2 775 შემთხვევა
- სიკვდილის 81 შემთხვევა
- ევროკავშირისა და ევროპის ეკონმიკურ არეალში პირველი 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC)
- 27 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია 769 ახალი შემთხვევა, მათგან 137 მძიმედ მწვავედ მიმდინარე
- 27 იანვრის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 2 744 შემთხვევა
- შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 5 794-ს
- 27 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 80 და გამოჯანმრთელების 51 შემთხვევა
წყარო: https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200126-sitrep-6-2019--ncov.pdf?sfvrsn=beaeee0c_4
https://www.ecdc.europa.eu/en/novel-coronavirus-china
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ