ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორ ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორ ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

27 ოქტომბერი, 2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორ ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სასწრაფო დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრე კუტიბაშვილის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

 

წალენჯიხის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩიაც იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ