ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში

C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში

10 ოქტომბერი, 2019

თბილისში საერთაშორისო კონფერენციას „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართება.

საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 14-15 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენცია  „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართება.

კონფერენციაში დარგის ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. მათ შორის ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი იურგენ როქსტრო; ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე,პროფესორი მასიმო კოლომბო; ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო ნეგრო;  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები და დელეგატები აღმოსავლეთ ევროპისა და ენტრალური აზიის რეგიონიდან.

როგორც საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტების დარგების შემდგომ განვითარებას ზოგადად და კერძოდ აივ/შიდსით ავადმყოფებში C ჰეპატიტის მიკროელიმინაციის მიზნის მიღწევას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

 

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ