შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან
15 ოქტომბერი, 2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. ჩეხურმა მხარემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სისტემის მართვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტრო წლებია აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. ასევე დაწყებულია ბავშვთა პალიატიური დაწესებულების მშენებლობა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყება.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ