გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება
04 მაისი, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს.
როგორც პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი პრაქტიკულად მთავრდება და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აქტიურია ტკიპები.
”იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადავიდეს. სამი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა გვქონდა, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან. არ არის ძვირი საშუალებები”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები და ცოტა ხანში გამოფრინდებიან. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მესამე წელია ახორციელებს კოღოების წინააღმდეგ შავიზღვისპირეთის ფართომასშტაბიან დამუშავებას. იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შევუქმნათ.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ