კლინიკური ნეფროლოგიისა და დიალიზის ცენტრი რეფერალურ ჰოსპიტალში
16 ნოემბერი, 2017
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეიდან კლინიკური ნეფროლოგიისა და დიალიზის ცენტრი გაიხსნება, რომელიც თირკმლის ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტებს ასაკის შეუზღუდავად მოემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაცით, ცენტრი უახლესი თაობის აპარატურით და 18 დიალიზის სავარძლით არის აღჭურვილი. მაღალკვალიფიციური მედპერსონალი საერთაშორისო ნორმების დაცვით დღის განმავლობაში თირკმლით ქრონიკული დაავადების მქონე 108 პაციენტს მოემსახურება. ცენტრში შესაძლებელია ნეფროლოგიურ დაავადებათა სრულყოფილი დიაგნოსტიკა და ნეფროლოგიური პაციენტების ამბულატორიული მომსახურება.
ახალი დიალიზის ცენტრი ქინძმარაულის ქუჩაზე, #1-ში, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალშია განთავსებული და ის დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება. ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, ლილოს, ორხევის, აფრიკის და სხვა მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ