ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტი გაიხსნება

02 მაისი, 2022

ზურაბ აზარაშვილმა, მაღალმთიან რეგიონებში,  ის კლინიკები მოინახულა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა

უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დილიზის კაბინეტი გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრი მაღალმთიან რეგიონებში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები მოინახულა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა. თიანეთსა და ყაზბეგში აღნიშნული სერვისის დანერგვის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას ადგილზე მიიღებს. დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი იქნება  მესტიასა და ამბროლაურშიც.

თიანეთსა და ყაზბეგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაიაძე იმყოფებოდნენ.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ