ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

შიდა ქართლში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა

10 თებერვალი, 2025

შიდა ქართლში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა, გარემონტდა და სრულად აღიჭურვა  ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები. განახლებული სივრცე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ  და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ დაათვალიერეს და ბენეფიციარების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

ირინე წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერაა. ამ მიზნით, სახელმწიფო, აქტიურად მუშაობს ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების განვითარებაზე.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით, იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფრის მოწყობა.

სააგენტოს მიერ,  ძალადობის მსხვერპლთათვის, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება, იურიდიული, სამართლებრივი დახმარება, სამედიცინო მომსახურების მიღებაში მხარდაჭერა, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფა  და სხვა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი - 116 006 - 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

შიდა ქართლში, თავშესაფრის განახლებული სივრცის გახსნა ფონდი HumanDoc-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ პარტნიორობითა და პოლონეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ წლებში, დაწესებულებაში, გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო,  გალავანი, ეზოში განთავსდა ბავშვთა გასართობი სივრცე, აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგისა და იურისტის ოთახები

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ