ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ძუძუს კიბოს პრევენცია

02 მარტი, 2023

ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების  პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაწარმომადგენლებს შორის, შეხვედრა გაიმართა.

 

მხარეებმა, ის შესაძლებლობები განხილეს, რაც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და  ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

 

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.

მისი განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში, უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და  პროგრამებში აისახება.

 

ქართველი და უცხოელი ექსპერტების შექმნილი დოკუმენტი, ქვეყანაში, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სიკვდილიანობის შემცირებისთვის აუცილებელ სერვისებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს.

 

შეხვედრას   პარლამენტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და ნინო წილოსანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ