ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ეკატერინე ტიკარაძე: „ დღეს სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის

23 დეკემბერი, 2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ   COVID-19 ის მართვაში ჩართულ სასტუმროებზე ისაუბრა.ეკატერინე ტიკარაძეს თქმით,ჯანდაცვის სამინისტრომ  ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროში მკურნალობის სახით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები.მისი განცხადებით,კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის.   ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით , დღეისათვის კლინიკურ სასტუმროებში  9 500-მდე საწოლია მობილიზებულია.

„როგორც მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში, სასტუმრო მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელების  მქონე პირებისთვის გამოიყენებოდა. დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი  წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის. კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის „საველე ჰოსპიტლები“, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროში მკურნალობის სახით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედ-პესრონალს შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა. გაზაფხულის შემდეგ, სასტუმროში მედ-პერსონალის ინფიცირების სულ 3 ემთხვევა დაფიქსირდა.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ