„კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს“ - აშშ-ს ელჩი საქართველოში
10 აპრილი, 2020
„კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს“ - აშშ-ს ელჩი საქართველოში
„კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს“ , - აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ელჩს, ქვეყანაში და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო გავრცელების პირველივე ეტაპზე გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა.
„მინისტრთან ძალიან სასარგებლო დიალოგი შედგა. რა თქმა უნდა აშშ-ს საელჩო თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე ვითარებას. განვიხილეთ, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას შეაჩეროს ინფექციის გავრცელება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პიკი, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის რთული იქნება. მთავრობამ ძალიან კარგი სამუშაოები გაატარა, არა მარტო უშუალოდ ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში მიჰყვება და ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, ხელების რეგულარულად დაბანა და სოციალური დისტანცირება. სწორედ მსგავსი ქცევა ახდენს დიდ გავლენას ვირუსის გავრცელებაზე და ეხმარება საქართველოს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იყოს ასეთი მცირე. მოსაწონი და მისასალმებელია საქათველოს მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრისა და სხვა სამინისტროების, პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის მიერ გატარებული ის შესანიშნავი სამუშაოები, რასაც ამ რეალურად საგანგებო სიტუაციაში აკეთებენ“, - განაცხადა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ