ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ჯანდაცვის მინისტრი - „ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე“

ჯანდაცვის მინისტრი - „ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე“

27 თებერვალი, 2020

მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში დროულად იქნა აღმოჩენილი, რამაც შეზღუდა ინფიცირებული პირის მიერ სხვა ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა და შესაბამისად შეამცირა ვირუსის გავრცელების ალბათობა. აღნიშნული პიროვნება ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან დანარჩენი ცამეტი პაციენტის საკარანტინო ზოლში გადაყვანა.

ამ მომენტისთვის საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი. აქედან 5 შემოსულია იტალიიდან, 5 კი ირანიდან. მათ შორის 5 არის საქართველოს მოქალაქე, 1 იტალიის, 4 კი აზერბაიჯანის მოქალაქე.

ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის, ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეების იზოლაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან.  კარანტინისთვის განკუთვნილი დაწესებულებები განთავსებულია საქართველოს სხვა და სხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ქონდეთ შესაფერისი პირობები, ასევე მობილიზებულია საავადმყოფოები, როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და თბილისში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.  

 

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ