ესტონეთის ელჩი - „საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას“
16 ივნისი, 2020
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს.
„ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისად ამ დახმარებას აქვს სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კრიზისთან გამკლავებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა.
სამინისტროს მხრიდან სადეზინფექციო საშუალებები მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჩაიბარა.
„მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან. როგორც მოგეხსენებათ სადეზინფექციო და ზოგადად დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს მივიღეთ 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება ესტონეთის ელჩისგან, დავათვალიერეთ ის მარაგები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მომდევნო პრევენციულ ზომებზე რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.
აღნიშნული დახმარება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით, რომელიც ახდენს კორონავირუსზე რეაგირებისათვის საჭიროებების მობილიზებას, დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ