ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი სპეციალური სამუშაო ჯგუფი

21 იანვარი, 2022

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.

 

პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის  ანგარიში, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს.

 

ჯანდაცვის მინისტრის დავალებით მზადდება  რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

 

სამუშაო  ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. ჯგუფის წევრები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სადაზღვევო სექტორის, ფარმაცევტული ასოციაციების  წარმომადგენლები  და ჯანდაცვის ექსპერტები არიან.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ