ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა

გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა

12 თებერვალი, 2021

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  300 კომპიუტერი გადასცა.

კომპიუტერებით სრულად აღიჭურვება სოფლის ამბულატორიები, პერსონალს კი  საშუალება მიეცემათ მუდმივ რეჟიმში გაეცნონ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ინფორმაცია  მიიღონ ვაქცინაციებისა და სკრინინგის შესახებ.

სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის და ტექნიკით აღჭურვის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია, როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.

ჯანმო-ს საქართველოს ოფისი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას  გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვა, მოახდინოს ახალი მოდელების დანერგვა, განსაკუთრებით ტელემედიცინის განვითარება, რაც ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად შეამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს გახდის.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ცენტრი დონორი ორგანიზაციების დახმარებით 1000-მდე სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. გასულ წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის ექიმებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ონლაინ ფლატფორმა დაინერგა, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ