ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლში სკრინინგი ჩატარდა

„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლში სკრინინგი ჩატარდა

28 ივნისი, 2017

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად დაესწრო. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 3 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ასობით ადამიანი ჩაერთო. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული კამპანია - „განიკურნე!“ მიზნად C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას ისახავს. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა დროულად ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა ვირუსი, სახელმწიფო კი ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვით უზრუნველყოფს. უფასო საყოველთაო სკრინინგის აქციაში ჩართვით, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციას ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში იღებს. სკრინინგული კვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრებში მიმდინარეობს.   

ამ დრომდე C ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 41.000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 30.000-ზე მეტმა კი, მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ.
რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ