ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანია - # განიკურნე

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანია - # განიკურნე

09 ივნისი, 2017

#განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა.
#შემოგვიერთდი - ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი. 

 

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ჩაიტაროს უფასო სკრინინგი თბილისსა და რეგიონებში

კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, სკრინინგი აუცილებელი კომპონენტია დაავადების დროულად გამოსავლენად. ამით პაციენტი არამარტო საკუთარ თავს, არამედ მის ახალობლებსაც იცავს. 

 

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 

 

დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მათგან მკურნალობის კურსი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს. 

 

განიკურნე, შემოგვიერთდი, მომავალი C-ს გარეშე! 

 

უფასო სკრინინგი თბილისსა და რეგიონებში
რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ