GMP ინსპექტორის პოზიცია
02 მარტი, 2018
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იწყებს კანდიდატების შერჩევას GMP ინსპექტორის პოზიციაზე. ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განთავსებულია ვებ გვერდზე- WWW.JOBS.GE. ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კვალიფიკაციაც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს შეუძლია მომართოს განცხადებებით და თანდართული დოკუმენტებით არაუგვიანეს 10 მარტისა.
კონკურსის შესახებ განცხადება რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ჯიქიამ გააკეთა. მისი თქმით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გახდენენ ქვეყანაში წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერების პროცესის უშუალო მონაწილენი და ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ასევე პირადი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის.
რეგულირების სააგენტო შეარჩევს 8 კანდიდატს, რომელიც გაივლის სპეციალურ მომზადებას საზღვარგარეთ, მომზადება სამ ეტაპიანია და თითოეული მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს ასევე წერილობითი გამოცდის ჩაბარებას, მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება არის ნაწილი უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელიც მიმართულია მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერებისაკენ. ქვეყანაში ინერგება კარგი საწარმოო პრაქტიკის - GMP –ის, ასევე GDP-ის სტანდარტები.
სტანდარტის დანერგვის სტრატეგია შემოთავაზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის-ს მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ კადრების მომზადება საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო, შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები სააგენტოს წინაშე, ასევე გათვალისწინებულია ამ კადრების კვალიფიკაციის შესაბამისი ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც ქმნის საკმარის საფუძველს, რომ არ მოხდეს მათი კერძო სექტორში გადაბირება.
ინსპექტორებად მოღვაწეობის პროცესში, მათი კვალიფიკაციის შენარჩუნების და ამაღლების მიზნით, ასევე გათვალისწინებული იქნება, უწყვეტი გადამზადების პროცესი, ხოლო მათი უშუალო საქმიანობის სფერო უზრუნველყოფს არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტს - გამცდილების შეძენას, რაც ზოგადად დასაქმების ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნას შექმნის მსგავს კადრებზე, და მათი კერძო სექტორში გადინების პრევენცია უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მოტივირებით.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ