ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგები

GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგები

20 იანვარი, 2022

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში  GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების სერია მიმდინარეობს. კურსი GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის რეკომენდაციით, Pharmakon-ის (ჯანმო-ს თანამშრომლობითი ცენტრი წამლის პოლიტიკის და ფარმაცევტული პრაქტიკის დარგში, დანია) მიერ  შემუშავებულია 3 მოდულიანი, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი.

ამ ეტაპზე, პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული 20 მსმენელისთვის, დისტანციურად მიმდინარეობს. კურსი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. მე-2 და მე-3 მოდული კი თებერვალ-მარტში, ფარმაკონის ექსპერტების მიერ საქართველოში  გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა.

GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.

 

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ