ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ჰიპოთირეოზის ადენომის იშვიათი შემთხვევა

ჰიპოთირეოზის ადენომის იშვიათი შემთხვევა

01 ოქტომბერი, 2017

ჰიპოთირეოზის ადენომის იშვიათი შემთხვევა

 

პირველად საქართველოში კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ -ში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით. 

 

45 წლის პაციენტს პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა აორტის რკალის დონეზე ჰქონდა განლაგებული, რაც პაციენტთა მხოლოდ 2-6 %-ში გვხვდება.

 

ამ დაავადებას აქვს მძიმე სიმპტომები: ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ტკივილი ძვლებში, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება, გახშირებული შარდვა და ყაბზობა, მოტეხილობები. ადენომის იშვიათი მდებარეობა ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო ართულებდა.

 

წინასაოპერაციო კვლევები და მომზადება პაციენტს კლინიკის მთავარმა ენდოკრინოლოგმა ლიკა პერტაიამ ჩაუტარა. ოპერაცია გააკეთა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ბაკურ არაბულმა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა კლინიკის მთავარი თორაკალური ქირურგი დავით გიორგაძე.

 

თორაკოსკოპიით, ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით ადენომის ამოკვეთამ პაციენტს აარიდა მკერდის ძვლის ან ნეკნთაშორის ჭრილობით მძიმე და ტრავმული ჩარევა, რასაც ხანგრძლივი და სარისკო რეაბილიტაცია დასჭირდებოდა.

 

პაციენტი 2 დღეში გაეწერა კლინიკიდან და ამბულატორიულად მკურანლობს ანთების საწინააღმდეგო და კალციუმის შემავსებელი მედიკამენტებით.

პირველად საქართველოში კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ -ში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით

კლინიკა

კონსილიუმ მედულა

კონსილიუმ მედულა

თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. #6გ (ყოფ. ჯიქიას ქ. 6გ)
რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ