ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა
18 ივნისი, 2019
ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წარუდგინა.
„დღეიდან სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. გვქონდა ბევრი გამოწვევა, ბევრი წარმატება, რაშიც თქვენი დიდი ღვაწლია. ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს ქვეშ არის, განუწყვეტლივ საჭიროებს რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვას და ახალ ენერგიას. სწორედ ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიღებული იქნა, მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესობის მომტანი იქნება.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხიმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა დარწუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ