ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
10 დეკემბერი, 2019
რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა, რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრი კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულების განვითარების პერსპექტივებს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე შემადგენლობით გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებობები. მას აქვს სრული პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ყველაზე წარმატებული საავადმყოფო და ჩვენ მათ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამისი წარმატების ერთობლივად მისაღწევად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრას რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე და მისი მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ირაკლი გვაზავა ესწრებოდნენ.
„დღეს საუბარი შეეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივებს, რა და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენს კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ბევრი პრობლემური საკითხი დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით. სახელმწიფო კლინიკა განვითარდება და გახდება სრულიად კონკურენტუნარიანი დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ძალიან დადებით ძვრებს მოვახდენთ სამედიცინო საქმეში. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, ერთი კვირის შემდეგ გვექნება შეხვედრა, სადაც დეტალურად წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას და შეხედულებებს“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მსგავსი ტიპის შეხვედრები გრძელდება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება ბავშთა ინფექციური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ