ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტზე  - „აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს“

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტზე - „აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს“

26 ივნისი, 2020

„ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, - აღნიშნული ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვედევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში  ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპოექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს რომელიც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იმ კომპონენტში, სადაც  მნიშვნელოვანია დარგის აზრი ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ