ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა

ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა

12 აპრილი, 2017

შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა  სამინისტროს  შორის  ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი.

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს  შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას.

ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ,  ამ მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა  კვლავ  აქტუალურ პრობლემად რჩება. შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.  

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის  თავმჯდომარეა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.  საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე  და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების  უფლებამოსილება და  დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. 

 

კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა
რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ