ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

მდოგმარეობა აბასთუმნის ფილტვის ცენტრში

01 მარტი, 2020

აბასთუმანში, კარანტინში მყოფი პირი - „ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება“

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი პირი იქ არსებულ პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი პირობა რის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება.

„საცხოვრებელი პირობები არის იმ დონეზე, რომ ადამიანმა საკუთარ სახლში იგრძნოს თავი. ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ კარანტინში ვართ. ყველაფერი მოწესრიგებულია, ოთახებიც შესაბამისად აღჭურვილი, არის სამჯერადი კვება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკვები ძალიან ბევრია, ითქვა რომ არ იყო და ეს არის ცრუ ინფორმაცია. გვაკვირდებიან, სიცხეს გვიზომავენ, აკვირდებიან ჩვენს ჯანმრთელობას, თუ კი რაიმე შეუძლიათ ამ ადამიანებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც რომ იყოს, ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის“, - აღნიშნავს კარანტინში მყოფი ქალბატონი.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ამ ეტაპზე, 21 ადამიანია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, არავითარი განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.  

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ