ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
მედიკამენტები 40%-ით გაიაფდება

მედიკამენტები 40%-ით გაიაფდება

11 ნოემბერი, 2022

ზურაბ აზარაშვილი - „ისტორიული გადაწყვეტილება - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, დაახლოებით 40% -ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს“

 

„ისტორიული გადაწყვეტილება - ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. ცვლილება, ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, დაახლოებით 40% -ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს“ , - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წამლის კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

 

„რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება. დაახლოებით, განსაზღვრულია 1100 დასახელების მედიკამენტი. შემდეგი ეტაპი  იქნება, რეფერენტული ფასის, ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტზე დაწესება“,  - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მინისტრმა ასევე იმ ცვლილებებს გაუსვა ხაზი, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა. 

 

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევამციროთ მედიკამენტებზე დანახარჯები. აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება. დავიწყეთ ელექტრონული რეცეპტებით, შემდეგ  გენერიკებით, ასევე გავხსენით  თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც, დღევანდელი ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 100 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა მოსახლეობამ“, -აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ