ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს. აღნიშნული მექანიზმი  რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას, მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება.

სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. აღნიშნული პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის მიზნით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივლისში შეიქმნა. მომდევნო ეტაპზე, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა და სამუშაო ჯგუფი, დაგეგმილ ცვლილებს მათთან ერთად განიხილავს.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ