ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

15 ივნისი, 2025

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაზე, მკურნალობით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაზიანებების ადრეულ გამოვლენასა და მათ პრევენციაზე იმსჯელეს.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს, პროფესიული და აკადემიური წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პაციენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ ასეთი პარტნიორობით არის შესაძლებელი.

 

ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ონკოლოგებმა, ჰეპატოლოგებმა და კარდიოლოგებმა, როგორც საქართველოდან, ისე- თურქეთიდან. ასევე, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის შემდეგ გამოწვეული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კარდიოლოგები და დოქტორანტებიც, რომლებმაც საკუთარი კვლევები წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენცია „კარდიო - ონკოლოგია 2025" საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ