ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში -ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში -ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება

08 აპრილი, 2024

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებითსაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.

რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ