ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
რესპუბლიკურის ახალი დირექტორი

რესპუბლიკურის ახალი დირექტორი

30 ნოემბერი, 2022

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას პროფესორი ზაზა ავალიანი უხელმძღვანელებს.  ზაზა ავალიანი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა ლადო შელიამ წარუდგინეს.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი 2014 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორია, ასევე საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

 

ზაზა ავალიანი 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის საერთაშორისო საშუალო და მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, ასევე 6 სახელმძღვანელოს რედაქტორი და მონოგრაფიის ავტორი.

 

ამ დრომდე აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ პაპავა ასრულებდა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორია და ამ თანამდებობაზე კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ