კლინიკებს 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ
26 დეკემბერი, 2022
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ
„მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ.
„სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2024 წლიდან, სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირებაც სავალდებულო გახდება.
„ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი აღჭურვილობა თუ მასალა ჩვენს მიერ მკაცრად იქნება გაკონტროლებული, ვინაიდან ეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ