ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა

07 ოქტომბერი, 2020

სამეანო-ნეონატალური საქმიანობის  ნებართვის  მქონე 13 სტაციონარულ  დაწესებულებას, განმეორებით   პერინატალური რეგიონალიზაციის    დონე განესაზღვრა.


აღნიშნული
გადაწყვეტილება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ, „პერინატალური   სამსახურების  რეგიონალიზაციის  დონეების   შეფასების  საკოორდინაციო  ჯგუფის   სხდომაზე მიიღეს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ,  შეისწავლა ჯანდაცვის მინისტრის 2015 წლის  15 იანვრის  N01-2/ ბრძანებით განსაზღვრული,  პერინატალური რეგიონალიზაციის   დონისადმი  წაყენებულ მოთხოვნებთან,   ზემოაღნიშნული დაწესებულებების  შესაბამისობის საკითხი. შესწავლა განხორციელდა როგორც დოკუმენტურად, ასევე ადგილზე, სამუშაო ვიზიტებით.  

 
ამ ეტაპზე, პერინატალური რეგიონალიზაციის  დონის მოქმედების  ვადების  გათვალისწინებით,  შესწავლილ იქნა  13  სამედიცინო  დაწესებულება. სააგენტოს მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საბჭომ, განმეორებით  პერინატალური რეგიონალიზაციის    დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცამეტივე დაწესებულების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ