სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება რეგიონებში
26 მარტი, 2018
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება დასრულდა. სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. განახლებული ავტოპარკი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა.
ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით სრულად არის აღჭურვილი. ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით გადაადგილება ყველა სახის, მათ შორის განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც არის შესაძლებელი.
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.
განახლებული ავტოპარკი რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ