ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს
08 იანვარი, 2024
ზურაბ აზარაშვილი: „ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“
„ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილმა მოსახლეობას უფასო სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოიტანა და სამინისტრომ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვაქცინა მარაგშია და ყველა მსურველს შეუძლია უფასოდ აიცრას.
ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, რომელიც გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში იანვრის თვეში აღწევს. ვირუსი ძირითადად ბავშვებშია გამოხატული. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებს,კლინიკები არაა გადავსებული და არც ამის საშიშროება არ არსებობს",-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ