ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება

პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება

08 იანვარი, 2020

პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. აღნიშნული ცვლილება შეეხება, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე). 

პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ  პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.  

 

ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა  დაახლოებით 35 მლნ. ლარია. პროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

 

2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით  გაზრდილ პენსიას მიიღებენ  საპენსიო ასაკის მქონე პირები.

სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1 ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება.

ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ