ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების კვოტის გაზრდა

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების კვოტის გაზრდა

29 აპრილი, 2018

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა. შესაბამის დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს. კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური  რაოდენობა დადგინდა. 2018 წლის კვოტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ის დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიური და საბაზრო მონაცემებით განისაზღვრა.

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  შიდა კვოტირებას,  მისი დათვლის წესსა და იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს. ერთობლივ კომისიას საქართველოს ჯანდაცვისა და   შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ. საბჭო 2016 წელს, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ამ დრომდე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობირივად გამოყენება 75%-ით შემცირდა.

რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ