თორნიკე სოლოღაშვილის მორიგი ვიზიტი საქართველოში
29 ოქტომბერი, 2023
კლინიკა ,, ღია გულში’’ შვეიცარიაში მოღვაწე ბავშვთა კარდიოქირურგის, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელის თორნიკე სოლოღაშვილის მორიგი ვიზიტი აპრილის თვეში იგეგმება.
ბატონი თორნიკე, შვეიცარიელ კოლეგასთან , ბავშვთა კარდიოლოგ იასინ აგუნთან ერთად ეწვევა კლინიკას და ჩაატარებენ კარდიოქირურგიულ ოპერაციებს და ინვაზიურ კარდიოლოგიურ პროცედურებს.
პაციენტების შერჩევა ხდება წინასწარ, მონაცემები იგზავნება შვეიცარიაში ბატონ თორნიკესთან, აღნიშნულ პროცესში დაგეხმარებათ, პროგრამის კოორდინატორი თამთა ფხალაძე.
დეტალური ინფრომაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, სამუშაო დღეებში:
032 2 60 18 14 ( 10:00 – 17:00)
კლინიკა
მე-5 კლინიკური საავადმყოფო - ღია გული
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ